ბოლო მონაცემები კორონავირუსზე

2020-06-09 11:00:17

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 8 ახალი შემთხვევიდან ყველას წყარო ცნობილია.

„ახალ შემთხვევებს რაც შეეხება,  1 არის ბოლნისის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 2 – მარნეულის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 2 გახლავთ კიდევ საკარანტინო სივრციდან შემოტანილი, იმპორტირებული, მაგრამ ქვეყანა არ ვიცი. 3 კი გახლავთ სამედიცინო პერსონალი“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ბოლოს 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 3 ადამიანი.