მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
51 წლის მამაკაცი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში ცხოვრობდა.
მისი ოჯახის წევრები ყვებიან, რომ მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემები არ ქონია და მშენებლობაზე უსაფრთხოების ზომები დაცული არ იყო.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.