კორონავირუსის ახალი შემთხვევები მარნეულში

2020-06-08 18:25:34

მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ეპიდემიოლოგმა ეთერ ლაფერაძემ განუცხადა. ახალი კოვიდინფიცირებული პირები სოფელ კირაჩ-მუღანლოდან არიან.

მუნიციპალიტეტის  ინფორმაციით დადასტურებული შემთხვევები „წითელი ხიდის“ კლასტერს უკავშირდებიან . ამ ეტაპზე დაინფიცირებულთა კონტაქტების დადგენა ამ დრომდე მიმდინარეობს.