რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში ხანძარი იყო. [ვიდეო/video]
როგორც ადგილიდან "ინფო რუსთავის" გადამღები ჯგუფი იუწყება, ცეცხლი ელექტროსადენების მრიცხველების ყუთს გაუჩნდა.
ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიას" წარმომადგენლებმა კორპუსს ელექტორენერგიის მიწოდება შეუწყვიტეს, რის შემდგომაც მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ჩაქრობა შეძლეს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებია მობილიზებული.