რა მდგომარეობაა მეზობელ ქვეყნებში

2020-06-08 11:37:05

საქართველოსგან განსხვავებით კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში.

ინფიცირებულთა რიცხვით პირველ ადგილზე რუსეთია, სადაც ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 10,925 ადამიანს დაუდასტურდა. მთლიან რაოდენობაში ინფიცირებულია 467 673 ადამიანია, გარდაცვლილია 5859,  გამოჯანმრთელებულია 226 731.

რთული ვითარებაა სომხეთში, სადაც დაინფიცირებულები ჰოსპიტალიზაციის რიგში დგანან და ვირუსი სწრაფად ვრცელდება.
ასევე პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის, განცხადებით, ახალი კვლევებით სომხეთში 100 000-მდე კოვიდინფიცირებულია.
ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რიცხვი 195-ით გაიზარდა, ხოლო 11 გარდაიცვალა.
სომხეთში სულ კორონავირუსის 13 325 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 211 და გამოჯანმრთელება 4099 ადამიანმა შეძლო.

ვითარება შედარებით უმჯობესდება თურქეთში, სადაც ამ დროისთვის ახალი კორონავირუსით ინფიცირებულია 170 132 ადამიანი, გარდაცვლილია 4692, ხოლო 137 969 გამოჯანმრთელებულია.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, ბოლო ინფორმაციით ქვეყანაში კორონავირუსის 7553 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 88, გამოჯანმრთელდა 4149