რუსთავიდან გაგზავნილი ტესტის პასუხები ცნობილია

2020-06-08 11:11:38

რუსთავის ცხელების ცენტრიდან ლუგარის ლაბორატორიაში 4 პაციენტის საკვლევი მასალა გაგზავნეს - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ განუცხადა.

პაპუნა ბახტაძის ინფორმაციით, 4-ვე პაციენტის ტესტის პასუხი ახალ კორონავირუსზე უარყოფითია.

როგორც "ინფო რუსთავს" ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა განუცხადა, დღეის მდგომარეობით, რუსთავის ცხელების ცენტრიდან ლუგარის ლაბორატორიაში 4 პაციენტის საკლვლევი მასალაბ გაიგზავნება, ტესტის პასუხი, სავარაუდოდ, ხვალ იქნება ცნობილი.