მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა

2020-06-07 15:12:35

ბათუმში მშენებარე ობიექტიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა.

28 წლის მამაკაცი მშენებლობაზე მუშაობდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას მშენებლობიდან ჩამოვარდნილი კაცი ადგილზე გარდაცვლილი დახვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ითვალისწინებს უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია