რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე მოსახლეობამ თვითნებურად შემოღობილი ეზოები და რკინის კონსტრუქციები დაშალა და ტერიტორია ნარჩენებისგან გაასუფთავა.
თუ კონკრეტული კორპუსის მოსახლეობა შეთანხმდება ეზოებში მოწყობილ რკინის გისოსებისგან აგებულ თუ კაპიტალურად აშენებული ავტოფარეხებს, ასევე საბაღე ნაკვეთებად ათვისებული ტერიტორიებს დაშლიან შესაძლებელია ეს ტერიტორია დასუფთავდეს და კეთილმოეწყოს.
იმ შემთხვევაში თუ ადგილობრივი მოსახლეობა შეთანხმდება და ეზოებში მოხდება რკინის კონსტრუქციების, ავტოფარეხებისა და თვითნებურად შემოღობილი ბაღების დემონტაჟი, რუსთავის მერია, გათავისუფლებულ ტერიტორიებზე შეთანხმებისა და განხილვის შემდეგ, სკვერებისა და საბავშვო მოედნების მოწყობით წაახალისებს მოსახლეობას.