2020-06-07 11:11:01
რუსთავში არსებული შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია შეუჩერდა. გადაწყვეტილება ამის შესახებ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების უმაღლესმა საბჭომ 15 მაისს, Zoom-ში გამართულ ონლაინ-სხდომაზე მიიღო.
გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 30 ივნისიდან ამოქმედდება. ანუ ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელში შემავალი სკოლა-ლიცეუმი მიმდინარე სასწავლო წელს დაასრულებს, თუმცა ახალს ვეღარ დაიწყებს.
გადაწყვეტილებას უსამართლოს და ბრალდებებს სრულიად აბსურდულს უწოდებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ნანა ყანჩაველი. როგორც სკოლის დირექტორი "ინფო რუსთავთან" საუბარში აღნიშნავს, ის სამართლებრივი ბრძოლის დაწყებას აპირებს.
"გაურკვეველი და სრულიად აბსურდული მიზეზების გამო შეუჩერდა სკოლას ავტორიზაცია. ჩვენთან თებერვალში იყო მონიტორინგის ჯგუფი და 3 დღის მუშაობის შემდეგ დაწერეს დასკვნა, რომელიც ნამდვილად არ შეეფერება სიმართლეს. ჩვენ ამას აუცილებლად გავაპროტესტებთ. კატეგორიულად ვემიჯნებით ყველა ბრალდებას, რომელიც მითითებული იყო დასკვნაში. იმიტომ , რომ სკოლა არის გამართული თავისი ინფრასტრუქტურით, მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, მუშაობის სტილით და მიმართულებით, ეროვნულ-სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით, ყველაფერი არის თანხვედრაში საგანმანათლებლო სისტემასთან. ასე რომ, რაღაც მიზერული, ელემენტარული მიზეზების გამო სკოლის დახურვა არის საოცრად გულგრილი და ზერელე დამოკიდებულება ამ სფეროს მიმართ. ვერ გეტყვით რა არის რეალური მიზეზი, თუ მიზეზი გახდა ის, რომ არ მოეწონათ შესაკეთებელი საკეტი და ასეთი წვრილმანები, ამას ჩვენ აუცილებლად გავარკვევთ. ვიწყებთ ორშაბათიდან სამართლებრივ დავას და შევეცდებით, რომ კანონიერი გზით მივაღწიოთ შედეგს. სააპელაციო საბჭოში შეგვაქვს განაცხადი", - განაცხადა ნანა ყანჩაველმა.
პირველ ივნისს გადაწყვეტილება უწყების ოფიციალურ გვერდზეც გამოქვეყნდა. დოკუმენტში განმარტებულია დაწესებულებისთვის ლიცენზიის გაუქმების მიზეზები.
15 მაისს გამართული სხდომის ოქმში საუბარია საკითხებზე, რომლებიც სკოლაში მისულმა ექსპერტებმა პრობლემურად შეაფასეს და საბოლოოდ ავტორიზაციის შეჩერების საფუძველი გახდა. ექსპერტთა თქმით:
ოქმში მითითებულია სკოლის დირექტორის არგუმენტებიც ექსპერტთა განცხადებების საპასუხოდ. კერძოდ: