რამდენიმე მისამართზე წყლის მიწოდება შეიზღუდება

2020-06-05 18:47:18

"რუსთავის წყალი" განცხადებას ავრცელებს.

5 ივნისს, რუსთავში, თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილის მ/ტ-ზე, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 19:00-დან 22:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:

გოგი დოლიძის, გოდერძი ჩოხელის, გონაშვილის ქუჩებსა და თბილისის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კერძო ბინებს.