ავარია მსხვერპლით დასრულდა

2020-06-05 18:16:55

ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა მარნეულში. შემთხვევის შედეგად შუა ხნის მამაკაცი გარდაიცვალა. 3 ადამიანი კი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.

არსებული ინფორმაციით დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.

როგორც ინფო რუსთავს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უწყებამ ფაქტზე გამოძიება 276 მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილით დაიწყო.