ვარკეთილში სპეცოპერაცია დასრულდა

2020-06-05 16:47:39

ვარკეთილში სპეცოპერაცია დასრულებულია.

მამაკაცი სამართალდამცავებს მოლაპარაკებების შედეგად ჩაბარდა.

"აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება, ეს პიროვნება იმყოფებოდა ძლიერ ნასვამ მდგომარეობაში, მამაკაცთან ვაწარმოებდით რამდენიმე საათიან მოლაპარაკებას, რის შემდეგაც მან მიიღო გადაწყვეტილება და ჩაგვბრადა" - ჟურნალისტებთან საუბრისას საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ვარკეთილში საცხოვრებელ კორპუსში, 45 წლის მამაკაცი 15 წუთის განმავლობაში  ცეცხლსასროლი იარაღიდან საკუთარი შვილების მიმართულებით ისროდა.

როგორც "ინფო რუსთავის" გადამღები ჯგუფი ადგილიდან იუწყება შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე რჩებიან სამართალდამცავები.