მკვლელობა ბოლნისში

2020-06-05 13:32:38

მამაკაცი მოკლეს სოფელ ქვემო ბოლნისში.

არსებული ინფორმაციით 32 წლის კაცს სამი ტყვია ესროლეს.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.