5 ივნისი გარემოს დაცვის დღეა

2020-06-05 14:05:48

5 ივნისს მსოფლიო გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, რუსთავსერვის ცენტრის ინციატივით, ქალაქში გამწვანებითი ღონისძიებები ჩატარდა. დასუფთავდა რეკრეაციული ზონები დაირგო ფერადი ყვავილები. რუსთავსერვის ცენტრის თანამშრომლებმა ფერადი ვიოლები ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე არსებულ საყვავილე თარგებში დაირგეს. ასევე განახლდა საყვავილე კლუმბებიც.

"გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს ჩვენ გამწვანებითი ღონისძიებით შევუერთდით, ქალაქის სხვადასხვა ადგილზე ფერადი ყვავილები დავრგეთ და გამწვანებული ტერიტორიები დავასუფთავეთ. წლის ბოლომდე კიდევ 20 000 ძირი სხვადასხვა სახეობის მცენარე დაირგვება. გარდა ამისა გეტყვით, რომ მიმდინარე წელს ქალაქის მასშტაბით რამდენიმე ასეული ძირი წიწვოვანი და ფოთლოვანი ხე-მცენრე დარგეს ჩვენმა თანამშრომლებმა. გასულ წელს კი 6 357 ხე-მცენარე დაირგო რუსთავში. მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ ქალაქის გამწვანება იყო და არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული საკითხი ჩვენთვის. ვფიქრობ, რომ ჯანსაღი გარემო ყველაზე კარგი მემკვიდრეობაა, რაც კი შეიძლება, მომავალ თაობას დავუტოვოთ",-განაცხადა რუსთავსერვის ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი გოროზიამ.

გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობასა და გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.

შეგახსენებთ, რომ 5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1972 წლის 15 დეკემბერს გამოაცხადა.