არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი იარაღს უმისამართოდ ისვრის

2020-06-05 13:31:06

ვარკეთილში საცხოვრებელ კორპუსში, მამაკაცი სახლში ჩაიკეტა და იარაღს უმისამართოდ ისვრის.

სანფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით კაცი ნასვამ მდგომარეობაშია.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მამაკაცთან მოლაპარაკება მიმდინარეობს.

საცხოვრებელი კორპუსი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

"ინფო რუსთავს" ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ.