ნიკა მელიამ სპეციალური ბრიფინგი

2020-06-04 23:20:08

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიამ სპეციალური ბრიფინგი გამართა სადაც განაცხადა რომ პარტია თბილისის რვა მაჟორიტარული ოლქიდან ექვს ოლქს თმობს და ხვალიდან პარტია წინასაარჩევნო კამპანიას თბილისის მხოლოდ ორ რაიონში – ისანსა და გლდანში დაიწყებს.

"ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, თმობს თბილისის რვა მაჟორიტარული ოლქიდან ექვს მაჟორიტარულ ოლქს. ამით ჩვენ ვდემონსტრირებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ გამოდის პარტიული ინტერესიდან და არ იბრძვის საკუთარი პარტიული რეზულტატის გაუმჯობესებისთვის. ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის გამარჯვებისთვის. ხვალიდან საარჩევნო კამპანიას ვიწყებთ ორ რაიონში, ეს არის ისანი და გლდანი.

„ნაციონალური მოძრაობა“ იწყებს ბრძოლას გამარჯვებისთვის და გზას უხსნის ყველა მომსვლელ ოპოზიციურ პარტიას, რომ მოხდეს სრული შეთანხმება და წარმოდგენილები ვიყოთ ყველა ოლქში ძლიერი კანდიდატებით. ყველა სხვადასხვაგვარი ოპოზიცური განწყობის მქონდე ამომრჩეველი იქნეს დაკმაყოფილებული არჩევნების დღეს. ვფიქრობ, ამით ბევრი რამაა ნათქვამი. ამას ბევრი არ მოელოდა, მაგრამ ძალიან საწყენი იყო, რომ არ მოელოდა",- განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო კამპანიას რეგიონებშიც იწყებს. როგორც მელია აცხადებს, მზად არიან, იბრძოლონ არამარტო მათი კანდიდატების, არამედ სხვა მაჟორიტარი კანდიდატების გასამარჯვებლად.