ჯარიმის ოდენობა ცნობილია

2020-06-04 18:46:46

პირბადის გარეშე გადაადგილება დახურულ საჯარო სივრცეში და საზოგადოებრივ თავშეყროს ადგილებში 50 ლარით დაისჯება, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა კი 1000 ლარით განისაზღვრა. კანონპროექტი უკვე მზად არის.

დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის - ფიზიკური პირი 50 ლარით, პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვებისთვის -სივრცის მფლობელი, იურიდიული პირი კი 500 ლარით დაჯარიმდება. 50 ლარიანი ჯარიმაა მგზავრისთვისაც და მძღოლისთვისაც საზოგადოებრივი ტრანსპორტში, მეტროსა და ტაქსში, თუ ისინი პირდაბის გარეშე იქნებიან.

ღია სივრცეში პასუხისმგებლობა დადგენილი არ არის, შესაბამისად, ღია სივრცეებში პირბადის წესის დარღევისთვის მოქალაქეები არ დაჯარიმდებიან.