წაქცევის პირას მყოფი ხე მოჭრეს

2020-06-04 15:26:56

“ინფო რუსთავის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მყისიერი რეაგირება მოჰყვა. რუსთავში, ფიროსმანის ქუჩაზე არსებული ხე, რომელიც წაქცევის პირას იყო, მოჭრეს. შესაბამისი სამუშაოები “რუსთავსერვის ცენტრის” თანამშრომლებმა განახორვიელეს.

შეგახსენებთ, ფიროსმანის ქუჩაზე არსებული ხე იქცეოდა. გამხმარი ფიჭვი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს ეყრდნობოდა და ძლიერი ქარის შემთხვევაში ფეხით მოსიარულეების დაშავების საშიშროება იდგა. მოსახლეობამ პრობლემის გაშუქების თხოვნით “ინფო რუსთავს” მიმართა.