თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციტივით, კომპანია "სითი პარკის" მიერ გამოწერილი ჯარიმების ამნისტია მოხდება.
საქართველოს პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც კომპანია „სითი პარკისგან" დაჯარიმებული მოქალაქეების ფინანსური ვალდებულებისგან გათავისუფლებას გულისხმობს.
„საქმე ეხება ჯარიმებს, რომელიც წარმოშობილია 2018 წლის 10 აპრილამდე (კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულების შეწყვეტამდე) და რომელთა აღსრულება ჯერ არ მომხდარა.
გადაუხდელი ჯარიმები რჩებოდა მნიშვნელოვან ეკონომიკურ და ფინანსურ პრობლემად ჩვენი მოქალაქეებისთვის და ჩვენი გადაწყვეტილებით, მოქალაქეები სრულად გათავისუფლდებიან ჯარიმის, საურავისა და აღსრულების ხარჯების გადახდისგან და მოეხსნებათ ფინანსური დავალიანება. საერთო ჯამში ასეთი ჯარიმების ოდენობა დაახლოებით 850 000 ლარს შეადგენს და ამ კანონის საფუძველზე, რომლის ინიცირებაც ჩვენ მოვახდინეთ, ათასობით მოქალაქე სრულად იქნება გათავისუფლებული ვალდებულებისგან. ამ საკითხზე იდეა და ინიციატივა ეკუთვნის დედაქალაქის მერს, რასაც საქართველოს პარლამენტი სრულად უჭერს მხარს და ეს მხარდაჭერა გამოხატულია ამ საკანონმდებლო ცვლილებაში,"- განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ.