რუსთავიდან გაგზავნილი ტესტის პასუხები ცნობილია

2020-06-04 11:24:20

რუსთავის ცხელების ცენტრიდან ლუგარის ლაბორატორიაში 13 პაციენტის საკვლევი მასალა გაგზავნეს -  ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ განუცხადა.

პაპუნა ბახტაძის ინფორმაციით, 13-ვე პაციენტის ტესტის პასუხი ახალ კორონავირუსზე უარყოფითია.

როგორც "ინფო რუსთავს" ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა განუცხადა, დღეის მდგომარეობით, რუსთავის ცხელების ცენტრიდან ლუგარის ლაბორატორიაში 1 პაციენტის საკლვლევი მასალაა გასაგზავნი, ტესტის პასუხი, სავარაუდოდ, ხვალ იქნება ცნობილი.