რუსთავში ხე იქცევა

2020-06-03 19:47:50

რუსთავში, ფიროსმანის ქუჩაზე ფიჭვის ხე წაქცევის პირასაა. აღნიშნულის შესახებ "ინფო რუსთავს" ადგილობრივებმა აცნობეს და პრობლემის გაშუქება სთხოვეს.

ფიროსმანის ქუჩაზე მცხოვრებლების ინფორმაციით, გამხმარი ხე იქვე არსებულ საცხოვრებელ სახლს ეყრდნობა და ძლიერი ქარის შემთხვევაში, შესაძლოა ქვეითად მოსიარულეებს ან დაპარკინგებულ მანქანას დაეცეს.

"ინფო რუსთავმა" აღნიშნული პრობლემის შესახებ "რუსთავსერვის ცენტრს" აცნობა. სამსახურში საინფორმაციო სააგენტოს განუცხადეს, რომ ფაქტზე რეაგირებას მყისიერად მოახდენენ.

მსგავსი შემთხვევების დაფიქსირების დროს, დარეკეთ რუსთავის მერიის ცხელი ხაზის ნომერზე: 27 00 05