რუსთავის ცხელების ცენტრის განცხადება

2020-06-03 13:57:47

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო პაციენტების მიღებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

კლინიკამ 1 ივნისიდან მთავრობის დადგენილებით და ჯანდაცვის მინისტრის განცხადების საფუძველზე აღადგინა პაციენტების მამსახურება - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ განუცხადა.

"ემერჯენსი გაყოფლია ორ ნაწილად და ცხელების ცენტრი იზოლირებულია, ცენტრში 7 პაციენტის მიღება იქნება შესაძლებელი, ამასთანავე ინფექციურის შენობაში თუ საჭირო გახდა დამატებით 15 პაციენტს მიიღებს კლინიკა"-  აცხადებს ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი პაპუნა ბახტაძე.