კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

2020-06-03 00:08:00

კორონავირუსით კიდევ ერთი, მეცამეტე პაციენტი გარდაიცვალა.

ინფორმაცია ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დაადასტურა.

გარდაცვლილი 75 წლის მამაკაცი სოფელ მუშევანიდანაა და ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

ქვეყანაში კორონავირუსი სულ 796 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 634 უკვე გამოჯანმრთელდა.