ყვავი რამდენიმე ადამიანს თავს დაესხა

2020-06-02 23:07:29

თბილისში კოსტავას ქუჩაზე რამდენიმე ადამიანს ყვავი დაესხა თავს.

ფრინველის თავდასხმის შემდეგ პირები მსუბუქად დაშავდნენ, რის გამოც ისინი სამედიცინო დაწესებულებაში "ნიუ ჰოსპიტალში" გადაიყვანეს.

საავადმყოფოში ფაქტს ადასტურებენ და ამბობენ, რომ დაშავებულებს შესაბამისი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდათ და უკვე ბინაზე არიან გაწერილები.