მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა

2020-06-02 21:42:42

თბილისის ერთ-ერთ უბანში, საცხოვრებელ კორპუსთან ახალშობილი გარდაცვლილი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანმა დედამ ჩვილი სავარაუდოდ საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან გადააგდო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.