საცობი რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე

2020-06-02 17:28:53

ძლიერი წვიმა და სეტყვა ფონიჭალაში.

დაიტბორა ქუჩები და საავტომობილო გზა. ძლიერი წვიმის გამო საცობია რუსთავი-თბილისის მაგისტრალზეც. ავტომობილებს რუსთავიდან თბილისის მიმართულებით გადაადგილება უჭირთ. შეზღუდვა ქვემო ფონიჭალის მონაკვეთზე ფიქსირდება.

ადგილზე იმყოფება ინფო რუსთავის გადამღები ჯგუფიც.