ავარია მსხვერპლით დასრულდა

2020-06-02 12:14:44

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხეში, სოფელ წნისის მიმდებარედ. 

ჯიპის ტიპის ავტომობილი ბორდიურს შეეჯახა, შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. ის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო. არსებული ინფორმაციით, ის ავტომობილში მარტო იჯდა.

შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.