2017-05-10 19:39:31
რუსთავის მერი დავით ჯიქია, მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივების პრობლემები ჯიქიამ, ლეონიძის #24 საცხოვრებელი კორპუსის მაცხოვრებლებისგან მოისმინა. ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული საკითხი, რომლის მოგვარებაც, მოსახლეობამ მერს სთხოვა- დასაქმება იყო. ადგილობრივების განცხადებით ქალაქში ყველაზე მწვავედ უმუშევრობის პრობლემა დგას. შეხვედრაზე ისაუბრეს კორპუსებსა და ეზოებში მოსაწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზეც.