ბოლო მონაცემები კორონავირუსზე

2020-06-02 11:05:15

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევიდან, ორივე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი მარეთიდანაა. გუშინ ამ ოჯახის 3 წევრს კორონავირუსი დაუდგინდა, დღეს კი კიდევ 2 პირი დაემატა.

„ჩვენ სამი მძიმე პაციენტის რადიოლოგიური მონაცემების შედეგებს ველოდებოდით და მიღებული შედეგებით მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შეინიშნება. ეს პაციენტები აღარ არიან მძიმე პაციენტები. ამ ეტაპზე, შემიძლია ვთქვა, რომ 58 პაციენტიდან პრობლემური და მძიმე ავადმყოფი არ გვყავს. გვყავს პაციენტები, რომელთა მდგომარეობაც პნევმონიის გამო ამ ეტაპზე მძიმედ ჩაითვლება, თუმცა მათი პროგნოზი კეთილსაიმედოა. არასრულწლოვანი ორი გვყავს ამ ეტაპზე“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში ორი არასრუწლოვანი აგრძელებს მკურნალობას.