ავარია მსხვერპლით დასრულდა

2020-06-01 23:02:56

ხობის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელთან მომხდარ ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია.

შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო.