უბედური შემთხვევა

2020-06-01 21:57:09

უბედური შემთხვევა მოხდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერხვიანში.

70 წლამდე ქალს პურის ცხობისას ფეხი აუცდა და ანთებულ თონეში ჩავარდა და გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ოჯახის წერებმა და მეზობლებმა მომხდარის შესახებ დაგვიანებით გაიგეს და მისი დახმარება დროულად ვერ მოხერხდა.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.