კლინიკა რუსთავის ღონისძიება პარკში [photo]

2020-06-01 20:10:52

კლინიკა რუსთავმა ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით რუსთავის ცენტრალურ პარკში ღონისძიება გამართა. ®

პარკში მისულები იყვნენ კლინიკის პედიატრიული განყოფილების თანამშრომლები, რომლებმაც მოზარდებს უფასო კონსულტაცია გაუწიეს.

"კლინიკა რუსთავმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გააკეთა მცირე ღონისძიება. გვყავს ექიმი, ჩვენთან მოსულ პაციეტებსა და მსურველებს კონსულტაციას გაუწევს კითხვა-პასუხის რეჟიმში.

კლინიკის სახელით მინდა ბავშვებს მივულოცო ბავშვთა საერთაშორისო დღე, მინდა ვუსურვო მათ კეთილდღეობა და ჯანმრთელობა", - განუცხადა "ინფო რუსთავს" კლინიკა რუსთავის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა მარიამ სუქნიძე.

პარკში მისულ ბავშვებს ნაყინები და საბავშვო გასართობი სათამაშოები დაურიგეს.

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით კლინიკის მედპერსონალმა პედიატრიული განყოფილების პაციენტებიც დაასაჩუქრა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები