ერთ-ერთ უბანში მამაკაცი დაჭრეს

2020-05-31 16:09:32

ისანში 60 წლის მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა უჯარმის ქუჩაზე მოხდა. მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

რა გახდა დაპირისპირების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და ექსპერტ კრიმინალისტები იმყოფებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ  ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.