რას აცხადებენ ინტერტრანსში

2020-06-01 00:06:05

1 ივნისიდან რუსთავიდან ლილოსა და ისთ ფოინთის მიმართულებით მიკროავტობუსების მოძრაობა აღდგება. ამის შესახებ ინფო რუსთავს კომპანია ინტერტრანსში განუცხადეს.

ისთ ფოინთის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები ე.წ. ძველი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან გავლენ.

რაც შეეხება ლილოს მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებს, ისინი ახალი რუსთავიდან კერძოდ კი შარტაბას გამზირიდან დაიწყებენ მოძრაობას.

შეგახსენებთ, რომ 29 მაისიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავმა მიკროავტობუსებმა მუშაობა განაახლეს. ინტერტრანსის დაქვემდებარებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებები მგზავრებს საკოორდინაციო საბჭოს მიერ დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით ემსახურებიან.

კერძოდ: აკრძალულია მგზავრის დაშვება მიკროავტობუსში დამცავი პირბადის გარეშე. ასევე, სავალდებულოა, სატრანსპორტო საშუალების ღია ფანჯრებით გადაადგილება.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ინტერტრანსი სამარშრუტო ხაზზე გასულ ყველა მიკროავტობუსს დეზინფექციას უტარებს.