რა მდგომარეობაა რუსთავის საკარანტინე სივრცეებში

2020-04-30 15:05:02

რუსთავში ამ დროისთვის ორი საკარანტინე სივრცეა მოწყობილი, სასტუმრო "გრანდვეჯინსა" და სასტუმრო "ავტოპაპაში".

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა განუცხადა რუსთავის საკარანტინე სივრცეებში ჯამში 67 ამანიანამდეა მოთავსებული.

მისივე ცნობით თვითიზოლაციაში არავინ აღარ იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ ქალაქ რუსთავში სულ სამი საკარანტინე სივრცე იყო მოწყობილი, აქედან ერთი რომელიც "სასტუმრო რუსთავში" იყო განთავსებული გაუქმდა.