რუსთავის ცხელების ცენტრში 10 პირია მოთავსებული

2020-05-30 10:24:40

რუსთავის ცხელების ცენტრში 10 პირია მოთავსებული -  ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ განუცხადა.

პაციენტები სამედიცინო დაწესებულებაში ცხელებით შეიყვანეს.

საინფორმაციო სააგენტოს პაპუნა ბახტაძემ განუცხადა, რომ: - ათი პაციენტიდან ორს ახალ კორონავირუსზე ტესტი უკვე ავუღეთ, რომლის პასუხებიც ლაბორატორიიდან უარყოფითი მოვიდა. დანარჩენი რვა პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში გვიან ღამით შემოვიდნენ და მათ ტესტი დღეს ჩაუტარდებთ.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, პაციენტები ცხელების ცენტრში საკარანტინე სივრცეებიდან შეიყვანეს.