აქცია "მაკულატურა" რუსთავში

2017-05-10 13:18:22

მესხიშვილის #16-ში აქცია „მაკულატურა“ მიმდინარეობს. მსურველებს შეუძლიათ, აღნიშნულ მისამართზე, მაკულატურა ახალ წიგნებში გადაცვალონ. პროექტი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება. აქტივობის მიზანია, მეორადი ქაღლდი გადამუშავდეს, იქცეს ისევ გამოყენებად ქაღალდად და კვლავ დაუბრუნდეს ბაზარს. რუსთაველებს,ძველი გაზეთების, ჯურნალების, წიგნების და ქაღალდების გადაცვლა, ახალ, მათთვის სასურველ წიგნებში შეეძლებათ. აქცია 11:00 საათზე დაიწყო და 17:00 საათზე დასრულდება.