ზღვაზე დასვენების წესები

2020-05-29 17:15:44

ზღვასთან დაკავშირებით სტანდარტი სოციალური დისტანცირება იქნება – ამის შესახებ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, თინათინ ზოიძემ განაცხადა.

„ძალიან ბევრი დეტალია – მაგალითისთვის დაცული უნდა იყოს დისტანცია რესტორნებსა და ღია კაფეებში მაგიდებს შორის, განისაზღვრება ადამიანების რაოდენობა მაგიდებთან, ასევე ტრანსპორტში მოქალაქეების ჭადრაკისებრი განთავსება, მაგიდებს შორის დაშორება და ა.შ.

ზღვასთან დაკავშირებით სტანდარტი იქნება სოციალური დისტანცირება, პლაჟზე როგორც შეზლონგებს შორის დაშორება უნდა იყოს მეტრნახევარი, ორი მეტრი, ასევე ადამიანებს შორის, ვინც შეზლონგის გარეშე იმყოფება იქ“ - აცხადებს ზოიძე.