ჭავჭავაძის ქუჩაზე მანქანა დაიწვა

2017-05-10 11:51:21

გვიან ღამით ჭავჭავაძის ქუჩაზე მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხერხდა. მანქანა არ გადაადგილდებოდა, გავრცელებული ინფორმაციით "ფოლცვაგენის" მარკის ავტომობილი ტექნიკურად გაუმართავი იყო და ცეცხლი ელექტრო სადენებს გაუჩნდა. შსს-ში აცხადებენ რომ - "წინასაგამოძიებო ქმდებებიდან გაირკვა რომ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია, არც ავტომობილის მფლობელს არ გააჩნია პრეტენზია და შესაბამისად გამოძიებაც არ დაწყებულა".