რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტი აღდგა [video]

2020-05-28 16:02:35

რუსთავის შიდასაქალაქო საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას 29 მაისის დილიდან აღადგენ - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" რუსთავის მერის მოადგილემ ბესო ტოგონიძემ განუცხადა. [ვიდეო/video]

ტრანსპორტით გადაადგილებისთვის აუცილებელია რეკომენდაციების დაიცვა:

სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებისას აუცილებელია პირბადის გაკეთება, როგორც მძღოლისთვის ასევე მგზავრისთვის, გარდა ამისა, სატრანსპორტო საშუალებებში არ შეიძლება კონდიცირების ჩართვა და მუდმივად ღია უნდა იყოს ყველა ფანჯარა.

"ჩვენ გვქონდა შეხვედრა მძღოლებთან, მათ მიეცათ შესაბამისი ინსტრუქციები, სატრანსპორტო საშუალებებს გაუკეთდება დეზინფექცია, მძღოლებს ყოველ დილით ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი, ავტოტრანსპორტში გამოკრული იქნება შესაბამისი ინსტრუქციები, რაც უნდა დაიცვას მგზავრებმა და მათ შორის მძღოლებმაც" - განაცხადა რუსთავის მერის მოადგილემ ბესო ტოგონიძემ.

მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრების რაოდენობა შეზღუდული არ იქნება, შეზღუდვა მხოლოს მძღოლის გვერდით მგზავრის განთავსებას შეეხება.