მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2020-05-28 00:47:36

28 მაისს სითბოს ფონზე მხოლოდ ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 28 მაისს საქართველოს დაბლობსა და ბარში +28, +33 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და 28 მაისს +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 28 მაისი +30°C, 29 მაისი +32°C, 30 მაისი +27°C, 31 მაისი +30°C.