როდის აღდგება მგზავრთა გადაყვანა რუსთავში

2020-05-27 23:49:44

როდის აღდგება მგზავრთა გადაყვანა რუსთავში? ამ კითხვით "ინფო რუსთავს" რამდენიმე რუსთაველმა მიმართა.

აღნიშნულ კითხვაზე ოფიციალური პასუხი ჯერ არ არის, თუმცა "ინფო რუსთავმა" გაარკვია რომ, შიდასაქალაქო ავტოტრანსპორტი მოძრაობას რუსთავის ქუჩებში 29 მაისს დაიწყებს. ჩვენი ინფორმაციით მიმდინარეობს მიკროავტობუსების მწყობრში მოყვანა და მგზავრებს ყველა არსებული მარშრუტით შეეძლებათ სარგებლობა.

მნიშვნელოვანია ასევე საქალაქთაშორისო გადაადგილების საკითხი. "ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, კომპანია "ინტერტრანსი" მზად არის მგზავრებს მოემსახუროს. ამ დროისთვის გარკვეული დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს, თუმცა მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე ყვითელი მიკროავტობუსები მგზავრებს სავარაუდოდ 29 მაისიდან მოემსახურებიან.