„როგორ უნდა დაადასტუროს მოქალაქემ, რომ სამსახური დაკარგა თუ თვითდასაქმებულია?“ – ამ კითხვით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას ერთ-ერთმა დეპუტატმა მიმართა.
როგორც მთავრობის მეთაური განმარტავს, ამისთვის აუცილებელია „ელემენტარული წერილი“.
„ძიძების მიმართებაშიც იგივე მიდგომაა. უბრალოდ, ელემენტარული წერილია საჭირო. რთულია ეგ თქვენთვის ? რა მოტივი შეიძლება ჰქონდეს, როდესაც მუშაობს თქვენს ოჯახში, რომ ასეთ წერილზე უარი უთხრათ,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.