პრემიერი ფარცხალაძის ჯარიმაზე

2020-05-27 18:07:33

ფარცხალაძემ დააშავა დაჯარიმდა. დიახ დაჯარიმდა, ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, - ამის შესახებ გიორგი გახარიამ ოპოზიციის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერის თქმით, ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე, რომელიც ავტომობილით გადაადგილების აკრძალვის პირობებში, რუსთაველის გამზირზე მანქანით მოძრაობისას შენიშნეს, დაჯარიმდა.

შეგახსენებთ, რომ ოთარ ფარცხალაძეს საგანგებო მდგომარეობის დროს სპეციალური საშვი არ ჰქონდა და ქუჩებში მანქანით გადაადგილდებოდა.