სახელმწიფო იპოთეკურ სესხებს დაასუბსიდირებს

2020-05-27 14:31:21

გიორგი გახარიას თქმით, ყველა იმ ადამიანს, რომელიც წლის ბოლომდე იპოთეკურ სესხს აიღებს, სახელმწიფო დაეხმარება.

"ერთ-ერთი ყველაზე დიდი სექტორი, რომელიც ზარალს მიიღებს, არის მშენებლობა. ჩვენ შემუშავებული გეგმა გვაქვს დეველოპერებისთვის და მშენებლებისთვის.

ჩვენ უკვე შემუშავებული გვაქვს კონკრეტული გეგმა. ეს არ არის მხოლოდ კომპანიების დახმარება, ეს არის იმ მოქალაქეების დახმარება, რომლებსაც ან გადაწყვეტილი აქვთ, რომ ბინა შეიძინონ და ცხოვრების პირობები გაიუმჯობესონ, ან უკვე გადახდილი აქვთ პირველადი შენატანი, ან სამშენებლო კომპანიასთან მუშაობა დაიწყეს – ყველა ასეთი რისკი სახელმწიფოს მხრიდან იქნება დაზღვეული.

დღეიდან წლის ბოლომდე სახელმწიფო მოახდენს იპოთეკური სესხის სუბსიდირებას, ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც გადაწყვეტს იპოთეკური სესხის აღებას და მისი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას", - თქვა მან.