როდის გაიხსნება რესტორნები და მოლები

2020-05-27 11:06:59

საქარათველოში 1-ლი ივნისიდან ყველა სახის ღია მაღაზია, მოლები, ბაზრები და ღია სივრცის მქონე რესტორნები გაიხსნება, 8 ივნისიდან კი ყველა სახის დახურული რესტორანი - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსის ფარგლებში შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„8 ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში, ასევე გაიხსენება ის სასტუმროები, რომლებსაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმებები და ექნებათ შესაბამისი ნებართვა" - განაცხადა გახარიამ.