საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს

2020-05-27 11:01:12

29 მაისიდან ყვითელი მიკროავტობუსები და მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას განაახლებენ. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განცხადა.

შეზღუდვები მოიხსნება საქალაქთაშორისო გადაადგილებაზეც. საქალაქთაშორისო ტრანპორტის მიმოსვლა 8 ივნისიდან განახლდება.