რუსთავში ტრაილერი ცხვრის ფარაში შევარდა

2020-05-28 09:30:07

რუსთავში ტრაილერი ცხვრის ფარაში შევარდა.

შემთხვევა მშვიდობის ქუჩაზე, სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით სატვირთო ავტომობილის მძღოლმა დამუხრუჭება ვერ მოასწრო და გზაზე მიმავალ ცხრის ფარაში შევარდა.

ტრაილერმა დაახლოებით 20-მდე ცხვარი გაიტანა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო რამდენიმე წუთი შეფერხებული იყო გადაადგილება. მიმდებარე ტერიტორია ააიპ რუსთავსერვის ცენტრის თანამშრომლებმა დაასუფთავეს და გზაზე მოძრაობაც მალევე აღდგა.