რამდენიმე ქუჩას წყლის მიწოდება შეეზღუდება

2020-05-26 13:49:51

კომპანია "რუსთავის წყალი" განცხადებას ავრცელებს.

რუსთავში სანაპირო ქუჩის N 29-ში მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 26/05 14:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე წყალმომარაგება შეუწყდება:

სანაპიროს, ალუბლების, ღლონტის, ქუჩიშვილის ქუჩებს და მე-11 მ/რ-ს.