მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2020-05-25 18:42:59

26 მაისიდან გამიდარებს და დათბება. 27-28 მაისს სითბოს ფონზე მხოლოდ ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 26 მაისს საქართველოს დაბლობსა და ბარში +23, +28 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 27-28 მაისს +28, +33 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში დღეს იწვიმებს, 26 მაისიდან კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 26-27 მაისს +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 28 მაისს +31 გრადუსამდე მოიმატებს.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 26 მაისი +26°C, 27 მაისი +26°C, 28 მაისი +31°C, 29 მაისი +32°C.